კახა კალაძე: რაც შეეხება პანკისს, აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სირიაში ქართველების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა უნდა გაერთიანდეს.
“ეს ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, ზოგადად, მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება პანკისს, ვფიქრობ, რომ აქ უნდა გავერთიანდეთ ყველა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, გარემოს, თუ სად იზრდება ბავშვი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობას. მიმაჩნია, ამ ყველაფრის გაერთიანება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ და რამენაირად ხელი შევუშალოთ იმ ფაქტებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები