დიმიტრი ხუნდაძე: მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

სასწრაფო – სამედიცინო მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის რამდენიმე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შსს-ს მოუწოდებს, მკაცრად დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც მედპერსონალს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, არღვევს არა მხოლოდ მათ უფლებებს, არამედ საფრთხეში აგდებს იმ პაციენტების სიცოცხლესაც, რომელთა დასახმარებლად მიემართება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს მედპერსონალზე განხორციელებული ძალადობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გადასრჩენად იღწვიან. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მკაცრ კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი კოლეგების უფლებებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები