კახა კალაძე ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის სამინისტრი კახა კალაძე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი მარია ვანდერ ჰოევენი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, პროგრამა INOGATE-ის სამუშაო ჯგუფების წევრები, ენერგეტიკული კომპანიების და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები, პროგრამა INOGATE-ის ექსპერტები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად იყო მიმოხილული საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა. დოკუმენტი შემუშავდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს, INOGATE-ისა და პარტნიორი ქვეყნების ორწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად. INOGATE-ის თითოეული პარტნიორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვის პროცესი 13 აპრილს ბრიუსელში დაიწყო და თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები