ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიში განიხილეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. შეფასების ანგარიში ევროკავშირის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე მოამზადეს, რომელიც სისხლის სამართლის, საჯარო ფინანსების მართვის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სფეროებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები