კახა კახიშვილი: კახა ნაკანი აცხადებს, რომ ჩვენი თანამშრომლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის განცხადებით, ყოფილ სპეცრაზმელს კახა ნაკანს, რომელმაც გუშინ ღამით თვითმკვლელობა სცადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია, უფრო მეტიც, მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის ის მადლობელიც არის.

“კახა ნაკანმა მიიყენა თვითდაზიანება, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, კერძოდ, ჩვენი თანამშრომლების ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დროულად იქნა აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება. მინდა აღვნიშნო, რომ წინა საგამოძიებო შემოწმების დროს გამოკითხულ იქნა ბრალდებული ნაკანი, რომელიც აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია ჩვენი თანამშრომლების მიმართ არ გააჩნია. პირიქით, ის მადლობას აცხადებს, რომ მუდმივად ყურადღების ქვეშ იმყოფება”,-განაცხადა კახიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები