თბილისში “მარიოტის” მესამე სასტუმრო გაიხსნება

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 130-ნომრიანი “მარიოტის” ქსელის მესამე სასტუმრო გაიხსნება. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, ხვალ 12 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, “ჯი-ემ-თი ჯგუფსა” და “მარიოტს” შორის სასტუმრო “მოქსის” მართვის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან. რამდენადაც ცნობილია, პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარია. მის განხორციელებაში აშშ-ის სამთავრობო სააგენტო “ოპიკი” მონაწილეობს. “მარიოტის” სასტუმროს მშენებლობა 2017 წლისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები