მიხეილ სააკაშვილი – ბაყაყი საკუთარ ჭაობს ვერ დააშრობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მოგილიანის აკადემიის სტუდენტებს ქართული რეფორმების გამოცდილება გაუზიარა.
ლექცია ქართველი რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ხსოვნას მიეძღვნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში რეფორმებს პირველ რიგში ბიუროკრატიული აპარატი და ოლიგარქები აფერხებენ. „ეშმაკებს უნდა მივაბაროთ ეს ბიუროკრატები, ისინი ყველაფერ ახალს და კარგს ხელს უშლიან. ოლიგარქების ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ პოლიციელები, პროკურატურა, პარლამენტის დეპუტატები. გადაიხადონ გადასახადები და იოლიგარქონ რამდენიც უნდათ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„იცით, რატომ არ არის კიევში არც ერთი ახალი ლამაზი შენობა? იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვას 24 სხვადასხვა ცნობა ჭირდება.ყველა სამინისტროში, ყველა უწყებაში ახალი ხალხი უნდა მივიდეს, საჭიროა კონკურსების ჩატარება. არ უნდა ეძებოთ თანამოაზრეები კურსელებში და კლასელებში. ისინი პირველები გადაგაგდებენ, მე ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი“ – განუცხადა სააკაშვილმა სტუდენტებს.
სააკაშვილის თქმით, მას ახალი კადრები სხვა სფეროებიდან, სოფლებიდან ჩამოჰყავდა. ანუ ისინი, ვინც სისტემამ არ გააფუჭა. „არ შეიძლება ძველი კადრების ახალ თანამდებობებზე დანიშვნა. არ შეიძლება ბაყაყმა ასაკუთარი ჭაობი დააშროს.თუ ჭაობს დააშრობს, ის მოკვდება“ – ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, უკრაინა სწრაფად უნდა მიიწევდეს წინ. ამაზე უკრაინის, საქართველოს და მთელი ევროპის ბედია დამოკიდებული. „მე ასე ვეუბნები უკრაინის ხელისუფლებას – თქვენ ორი გზა გაქვთ – გაატაროთ არაპოპულარული რეფორმები და შესაბამისად პოპულარობა დაკარგოთ, ან არაფერი არ აკეთოთ და მაინც დაკარგო პოპულარობა. არჩევანი თქვენზეა“ – აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები