კახა შონია: კახა ნაკანი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო, ტყუილად ეცადა თვითმკვლელობა
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის კახა ნაკანის ადვოკატმა კახა შონიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ნაკანს სუიციდის მცდელობის მიზეზი ჰქონოდა. ადვოკატის განმარტებით, ყოფილი სპეცრაზმელი დაკავების დღიდან სამარტოვო საკანში იმყოფება და მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
“კახა ნაკანი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო ტყუილად ეცადა თვითმკვლელობა. ამ დეტალებს ჩვენ ვარკვევთ. ის თვლის, რომ პასუხისგებაში მიცემულია უკანონოდ და არის უკანონო პატიმარი. დაკავების დღიდან ის სამარტოვო საკანში იმყოფება. ის ითხოვდა და ითხოვს ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას”,- განაცხადა ნაკანის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ყოფილმა სპეცრაზმელმა კახა ნაკანმა გუშინ ღამით ვენები საპარსი საშუალებით გადაიჭრა. ამ დროისათვის ის ციხის საავამდყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.