საკრებულოს წევრებმა დასაკანონებელი მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის წევრებმა დასაკანონებელი მიწის ნაკვეთები ადგილზე დაათვალიერეს. კომისიის თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ის მიწის ნაკვეთებია, რომელთა შესახებ განაცხადის დაკმაყოფილება მხოლოდ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ განხორციელდა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა გახდა საჭირო.
„დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კერძოდ, თუ არ დგინდება მიწის ფლობა-სარგებლობა იმ დოკუმეტების მიხედვით, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ წარმოდგენილი, ჩვენ ადგილზე ვეცნობით და ვსწავლობთ ვითარებას. დღეს სწორედ ასეთ ექვს სადავო საკითხს შევისწავლით, უკვე რის შემდეგაც, მიწის ლეგალიზაციის კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს“, -აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისია ყოველ ორშაბათს იმართება, სადაც კომისიის წევრები მოქალაქეთა განცხადებებს მათი თანდასწრებით განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები