თეა წულუკიანმა თიანეთში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაბა თიანეთს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.
თიანეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამავე პერიოდში გაიხსნება ფილიალები ყაზბეგსა და ბორჯომში, კიდევ სამ ქალაქში − ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში კი, იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება.
იუსტიციის მინისტრთან ერთად თიანეთში იმყოფებოდა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე.
დღეისათვის იუსტიციის სახლის 13 ფილიალი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები