შსს-ს წარმომადგენლებმა VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ მონაწილეობა მიიღეს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სხვა უწყებებიც – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის რესპუბლიკაში შეხვედრები შედგა ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში, სადაც სტუმრები გენერალურმა მდივანმა, ელჩმა მიხაელ ლინჰარტმა მიიღო.
შსს-ს წარმომადგენლებმა ავსტრიელ კოლეგებს გააცნეს სამართალდამცავ უწყებაში გატარებული რეფორმები, მიღწევები და სამომავლო გეგმები ტრანსასაზღვრო და ქვეყნის შიგნით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, მიგრაციის და სხვა მიმართულებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები