ლევან დუმბაძე აშშ-ის ხორცის მწარმოებელი 10 კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სურსათის უვნებლობის პოლიტიკას გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის ხორცის მწარმოებელ 10 მსხვილ კომპანიასთან გაიმართა, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამერიკის, ევროკავშირისა და დსთ-ს ბაზარზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ლევან დუმბაძემ სტუმრებს საქართველოს სასურსათო პოლიტიკა, განვითარებული ქვეყნებისთვის იმპორტის გამარტივებული პირობები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამერიკული დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები. მხარეები სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები