112-ს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია ეწვია

112-ს ოფიციალური ვიზიტით, ავსტრიის დელეგაცია ეწვია.
112-ის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს შორის ავსტრიის ელჩი, კონსული, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
112-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა, უცხოელ კოლეგებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა, დელეგატები ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და მათთან ერთად დააკვირდნენ ზარის მიღებისა და საქმის მართვის პროცესს.
112-ის თანამშრომლებმა სტუმრებს ცენტრის განვითარების სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის დროს, სტუმრებმა GPS თრექერის და აღნიშნული მოწყობილობით 112-თან დაკავშირების საშუალებაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. “საქართველოში ავსტრიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და მათი საქმიანობის გაცნობა. შეხვედრის დასასრულს 112-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“,-აღნიშნავენ 112-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები