ირაკლი ღარიბაშვილმა წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე , მთავრობის მეთაური ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს ეწვია. პრემიერმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცა და წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი სამონასტრო კომპლექსის შესასვლელთან პოლონელ ტურისტებსაც გაესაუბრა. პრემიერ-მინისტრს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები