ახმედ ჩატაევმა ისლამური ხალიფატის სახელით მიმართვა გაავრცელა (ვიდეო)

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ახმეტ ჩატაევის მიმართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მაისაიას განცხადებით, მიმართვა ცხადყოფს, რომ ისლამური ხალიფატის დაგჯუფება კავკასიის რეგიონში გააქტიურდა.
„ახმედ ჩატაევმა ისლამური ხალიფატის სახელით კავკასიაში მოქმედ, კავკასიური იმარატის შემადგენლობაში მყოფ საბრძოლო შენაერთებს და დამოუკიდებელ ისლამისტურ დაჯგუფებებს მიმართა. ჩატაევმა მათ რუსულ და ჩეჩნურ ენაზე მოუწოდა, რომ ისლამური ხალიფატის დაქვემდებარებაში გადავიდნენ და ხალიფატის მეთაურს ფიცი მისცენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი უკვე მოქმედებაშია“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტის განცხადებით, ხალიფატმა კავკასიაში ჯიჰადის წარმოების სტრატეგია შეიმუშავა. კავკასიაში ჯიჰადის წარმოებაზე პასუხისმგებელი კი ახმედ ჩატაევი და მისი მოადგილე – ნაიბი არიან.

www.facebook.com (ვიდეო)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები