ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ნეპოტიზმის კრიმინალიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
როგორც სხდომაზე განმარტეს, უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამ კუთხით სამართადარღვევებს არეგულირებს. კერძოდ, 332-ე და 333-ე მუხლები სამოხელეო დანაშაულს ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა ქობულეთში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ითხოვს, საჯარო მოხელის შესახებ კანონში შევიდეს პრიმა მუხლი, რომელიც ნეპოტიზმის საკითხს დაარეგულირებს. დანაშაულის შემთხვევაში, დაისჯებიან საჯარო მოხელეებიც და დასაქმებულებიც – კანონპროექტი ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები