ოთარ კახიძე: შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის ინტერპოლით ძებნილთა სიაში აღარ არის

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ინტერპოლისგან ოფიციალური შეტყობინება, რომ ადეიშვილზე ძებნა შეწყდა, არ მიუღიათ. თუმცა, როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ვებგვერდზე, ძებნილთა სიაში აღარ არის.

„მათგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიმიღია, თუმცა შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის ინტერპოლით ძებნილთა სიაში აღარ არის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა გასულ წელს დაიწყო, თუმცა ამჟამად ადეიშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები