ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების პროცესის ნაწილია. სესიაშვილის თქმით, პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა საქართველოსთვის შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს.
“ევროპის უსაფრთხოებას საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება რუსეთის აგრესიულ ქმედებაში როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ასევე, ზოგადად, დასავლეთის მისამართით. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროპის უსაფრთხოებას სჭირდება გაძლიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა ამ პროცესის ნაწილია. უკეთ დაცული ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნიშნავს”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები