“ომეგა ჯგუფი” მაზერატის პრეზენტაციას დღეს, 7 საათზე გამართავს

“ომეგა ჯგუფი“ მაზერატის პრეზენტაციას დღეს, 7 საათზე გამართავს.
“ომეგა ჯგუფი” თითქმის სრულად მოიცავს საავტომობილო ბაზრის ყველა სეგემენტს: BMW, MINI, IVECO, OPEL, SHEVROLET და ახლა უკვე პრემიუმკლასის 11157271_1016104805084936_2047051435_oსაავტომობილო ბრენდი MASERATI. “ომეგა ჯგუფი“ მაზერატის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. მაზერატი – ეს არის ექსკლუზიური იტალიური საავტომობილო ბრენდი, რომელიც დაარსებულია 1914 წელს და მას შემდეგ მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს. ბრენდი გამოირჩევა იტალიური ელეგანტური სტილით, მაღალი კლასით, სპორტულობითა და საუკეთესო პერფორმანსის მაჩვენებლით. საქართველოში წარმოდგენილი იქნება მაზერატის ყველა მოდელი: Quattroporte, Ghibli, GranTurismo და GranCabrio.
ამ ეტაპზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ავტომობილის შეძენის მსურველს შეუძლია ნახოს და შეიძინოს ორი ბიზნესკლასის ყველაზე მეტად პოპულარული მოდელი: Quattroporte და Ghibli. სულ მალე კი ამ მოდელებს შეუერთდება სპორტული მოდელები: GranTurismo და GranCabrio.
11092897_1016104815084935_226383599_oმაზერატი, როგორც ყველასთვის ცნობილია, პრემიუმ კლასის ექსკლუზიური საავტომობილო ბრენდია. შესაბამისად, სეგემენტი, რომელზეც მაზერატის მოდელებია გათვლილი, არის ყველა ის თავდაჯერებული, წარმატებული და დახვეწილი ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და სტატუსი. მოკლედ რომ ვთქვათ, მაზერატი არის – „მათთვის, ვინც იმსახურებს საუკეთესოს“. ასეთი ადამიანები მრავალად მოიძებნებიან საქართველოში. აქედან გამომდინარე, წინასწარი გათვლებით, დიდი აქტივობაა მოსალოდენელი. საქართველოში შოურუმის გრანდიოზული გახსნა ზაფხულის პერიოდში იგეგმება. მანამდე კი ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოდელების ნახვა და შეძენა, ასევე მაზერატის სერვისცენტრით სარგებლობა შეეძლება შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის მე-10 კმ, 0131, თბილისი, საქართველო.

 11139697_1016104818418268_221595293_nმაზერატის პირველი პრეზენტაცია გაიმართება: სამშაბათს, 14 აპრილს, საღამოს 7 საათზე. მის: დავით აღმაშენებლის მე-10 კმ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება Maserati Ghibli და Maserati Quattroporte.

საპატიო სტუმრები იქნებიან: იტალიის ელჩი, Maserati-ს აღმოსავლეთ ევროპის განვითარების გენერალური მენეჯრი Saverio Campiglia და მარკეტინგის მენეჯერი Simona Nicastro.

171

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები