ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღონ

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღონ. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის საგანი კი ის გახდა, რომ ადეიშვილი რამდენიმე დღეა, რაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ ჩანს. ყოფილი იუსტიციის მინისტრის ქართველი ადვოკატი ოთო კახიძე აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს, რადგანაც, მისი თქმით, ინტერპოლიდან ის ოფიციალურ დოკუმენტს ელოდება. ადოკატის განცხადებით, მან ყველა დოკუმენტი გააგზავნა ინტერპოლში, რომ ადეიშვილი ძებნილთა სიაში არ ფიგურირებდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები