დავით ნარმანია აქციის მონაწილეებს “პლაკატებით ხელში დგომის ნაცვლად, თბილისის გამწვანებას” ურჩევს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაენის ბაღში ყოფნისას განაცხადა, რომ თბილისის მერია საყდრისის პრობლემას ვერ მოაგვარებს. დედაენის ბაღში მყოფ აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მერმა მოუწოდა, რომ პლაკატებით ხელში დგომას, ჯობს თბილისი გაამწვანონ. ნარმანიას განცხადებით, პროექტი „მილიონი ხე“ წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დარგულია 100 000 ძირი ხე, სულ მალე კი თბილისში მილიონი ხე დაირგვება.
შეგახსენებთ, დღეს დედა ენის ბაღში საყდრისის დაცვის კომიტეტი საპროტესტო აქციას მართავდა. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავრობას მოუწოდეს, რომ ყურადღება მიაქციონ საყდრისის პრობლემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები