კოტე თოლორდავას ოჯახის წევრები მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცველბის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მისი ოჯახის წევრები გადატვირთული გრაფიკის გამო გულის შეტევაზე საუბრობენ.
კოტე თოლორდავას მოსკოვიდან თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საკითხის მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული. გადმოსვენების დეტალები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.
მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გუშინ იპოვეს.
ის რუსეთის დედაქალაში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.
კოტე თოლორდავა მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. მსახიობი თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები