საგარეო უწყება: კოტე თოლორდავას გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებულია

მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან თბილისში გადმოსვენების საკითხზე მუშაობა დაწყებულია. პროცედურების მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონსული ესაუბრა იმ საპროდიუსერო კომპანიას, რომლის მიწვევითაც კოტე თოლორდავა მოსკოვში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ორშაბათს შესაბამისი პროცედურების გატარება მოხდება. უწყებაში , სწორედ ამის შემდეგ ეცოდინებათ გადმოსვენების თაობაზე დეტალები. მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გუშინ იპოვეს. ის რუსეთის დედაქალაში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. კოტე თოლორდავა მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. მსახიობი თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები