პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ქალიშვილთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივიდა.
პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ეპისტოლე მოისმინა და მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწულს და იმედი მაქვს, რომ დღეიდან კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი გახდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენც მეტ სიკეთეს გავცემთ ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
margvela2
margvela7
margvela6
margvela5
margvela4
margvela3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები