საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
„შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.
ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის, 24 აპრილს 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები