შალვა აბულაძის დეიდა: შალვამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი არ დასცალდა

შალვა ღვთისმოსავი კაცია, მაგრამ გამართლებაში ნუ ჩამითვლით, – ამის შესახებ 2 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის დეიდამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“გამართლებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ბევრი რამ გააკეთა. არ დასცალდა. რომ დასცლოდა ბევრად უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და სხვებისთვისაც. ტრაგედიაა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა ნანა გოგოლმა.
რაც შეეხება აბულაძის კავშირს მამუკა ხაზარაძესთან, ნანა გოგოლს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
სასამართლომ შალვა აბულაძე პატიმრობაში დატოვა. ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები