პროკურორი: შალვა აბულაძის ინფორმაციაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება

პროკურორის დავით ნეფარიძის განცხადებით, ბრალდებულ შალვა აბულაძის ინფორმაციაზე, რომელიც მის მიმართ საფრთხეებს გულისხმობს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება. როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე გაახმოვანა, პროკურატურისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
“ინფორმაცია ბრალდების მხარისთვის დღეს გახდა ცნობილი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება იმაზე, რაც თქვა ბრალდებულმა”, – განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებული შალვა აბულაძე, მის მთავარ მტრად მამუკა ხაზარაძეს ასახელებს. როგორც აბულაძემ პროცესზე განაცხადა, იგი თანახმაა პატიმრობაში დარჩეს, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში მისი ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს.
პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, შალვა აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა 23 იანვარსა და 4 აპრილს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები