შსს-ში პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით პროექტი მომზადდა

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტი მომზადდა, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“რაც შეეხება პოლიციელებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას, ეს უფრო შეეხება პოლიციელთა უსაფთხოების ზომებს – კონკრეტულ შემთხვევაში და ისეთ შემთხვევებში, როგორსაც ადგილი ჰქონდა ვარკეთილში, თუ როგორ უნდა დაიცვას პოლიციელმა თავი. ჩვენ ბრძანების პროექტი გვაქვს მომზადებული, სადაც განისაზღვრა, რომ თითოეულ შემთხვევაში პოლიციელთა რაოდენობა იმ პირთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს, ვისი შემოწმებაც ან დაკავება ხდება, რათა ასეთი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ. ასევე უნდა განისაზღვროს მეკონტაქტე და დამცავი პოლიციელი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს უფლებამოსილება, რომ მას თავდაცვითი ან პრევენციული ღონისძიებებისთვის ჰქონდეს იარაღზე ხელის დადების უფლება და სწრაფი რეაგირების საშუალება”, – განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს ქვეყანა “ნულოვანი ტოლერანტობის” პრაქტიკას უბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები