ილია მეორე სააღდგომო მსახურებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო მსახურებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წირვა-ლოცვა შაბათს 00:00 საათზე დაიწყება. მცხეთაში წასასწვლელად მრევლისთვის ავტობუსები შაბათს 22:00 საათზე, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან გავა. აღდგომა დღეს, 12 აპრილს კი, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღევლინება და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მთელი ერი სამღვდელოებასთან ერთად, ქუჩებში გავა და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. უწმინდესის თქმით, ამიერიდან ყოველი აღდგომა მადლიერების დღეც იქნება და ქართველი ხალხი უფალს მადლობას შესწირავს. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის წმინდა აღდგომას წელს 12 აპრილს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები