შალვა ხაჭაპურიძე: რამინ მამედოვის სისხლში ექსპერტიზამ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარმა – რამინ მამედოვმა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე აცხადებდა, თითქოს სამართლდამცავები მათზე ზეწოლას ახდენდნენ, მის მიმართ წაყენებული ბრალი აღიარა. ამასთან, ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ ბრალდებულს, ექსპერტიზის შედეგად სისხლში ნარკოტიკული საშუალების კვალიც აღმოუჩინეს.
“ბრალდებული დაკავების დროს დუმილის უფლებას იყენებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი არ აღიარებდა მის მიერ ინკრიმინირებულ ქმედებას. სასამართლო პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების წაყენების დროს მან შეცვალა ეს ჩვენება და აღიარა ბრალი. ესპერტიზის დასკვნა არის, რომელიც ამბობს, რომ როდესაც დააკავეს ეს პიროვნება, მას აღმოუჩნდა ეს ნარკოტიკული ნივთიერება სისხლში”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები