გიგლა აგულაშვილი აბულაძეზე: გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუ რამ განაპირობა ადამიანის ტრანსფორმაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციას წარმატებულად მიიჩნევს, რადგანაც მისი ჩატარება უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა, ამასთან, როგოც აგულაშვილი აცხადებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, თუ რამ განაპირობა აბულაძის ასეთი ტრანსფორმაცია და ასეთი დანაშაულების ჩადენა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე უხმაუროდ მოხდა ეს ამბავი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ ახლა პასუხები გასცეს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაინტერესდეს იმ ფაქტორებით, რომლებმაც განაპირობა ადამიანის ასეთი ტრანფორმაცია”,- განაცხადა აბულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები