შალვა აბულაძის ადვოკატი: დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა არ მოხერხდა

დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა არ მოხერხდა, – ამის შესახებ პოლიციელის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის სახაზინო ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აბულაძე ამ დროსთვის სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში იმყოფება.
„დღეს არ მოხერხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა. როგორც გავარკვიე, ის სამინისტროში აღარ იმყოფება, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სავარაუდოდ, დღეს მოხდება ორივე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წარდგენა. შევხვდები და გავესაუბრები“, – განაცხდა გაჩეჩილაძემ.
შსს-მ ძებნილი შალვა აბულაძე დააკავა. დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია. შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები