ალექსანდრე თამაზაშვილი: დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და თითოეულ პოლიციელს

 უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სპეცოპერაცია, მართლაც, წარმატებულად დასრულდა, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აბულაძე თავად ჩაბარდა პოლიციას, სიცრუეა. თამაზაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიცრუის ტირაჟირებისაგან თავი შეიკავონ.
“დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, რომელიც ეჭვმიტანილმა მიაყენა პოლიციას და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს, თქვენ შეძელით და კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ მაღალი პროფესიონალიზმი – უმსხვერპლოდ დააკავეთ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. აქვე მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ტყუილს, თითქოს ბრალდებული თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას. დაზუსტებული ინფორმაციით, მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და გაქცევას შეეცადა. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სიცრუის ტირაჟირებისგან”,- წერს თამაზაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები