მოკლული პოლიციელის ოჯახი აბულაძის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

ბექა ისეთი სულგრძელი ადამიანი იყო, აუცილებლად შეუნდობდა მკვლელს – ასეთია გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის პირველი კომენტარი შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

“ღმერთმა შეუნდოს, შეგვინდვია. უფალმა შეუნდოს. მეტი რა ვთქვა?! გაგვიმწარა ოჯახი, დამიობლა შვილი, გაამწარა დედამისი. მთელი ცხოვრება გამამწარა მე. მაგას ეგ სასჯელიც ეყოფა”, – განაცხადა ბექა მარგიშვილის მეუღლემ.

4 აპრილს, პოლიციის ორ თანამშრომელს, ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შალვა აბულაძემ ცეცხლი გაუხსნა.

ეს უკანასკნელი იანვარში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის მკვლელობაშიცაა ბრალდებული. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ამ დრომდე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დღეისთვის, გრძელიშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ექიმებმა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა წნევის რეგულირება ისევ მედიკამენტების მეშვეობით ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები