გიორგი კახიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა. აღნიშნულით ის შალვა აბულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

„შსს ძალიან ოპერატიულად მოქმედებს და, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი არ იქნებოდა მისი დაკავება, იმიტომ რომ საქმე არაორდინალურ პიროვნებასთან გვქნოდა, შსს-ს ძალიან დიდი დამსახურებაა“,-განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ აბულაძე, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.

თბილისის პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად გუშინ წაუყენა. აბულაძეს 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შალვა აბულაძემ 4 აპრილს, ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილს კი სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

2015 წლის 23 იანვარს კი, ქალაქ ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები