შალვა აბულაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაSი გადაიყვანეს. თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი და როდის იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, ამ დრომდე უცნობია. აბულაძე დღეს დილით ბორჯომში, არდაგანში მდებარე მიტოვებულ სახლში აიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, მის მეგობარს ეკუთვნოდა. შსს-ს ინფორმაციით, დღევანდელი სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები