“ზოგიერთები ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი!”

ნინო გიორგობიანი შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის წარმატებულად ჩატარებისთვის პოლიციას მადლობას უხდის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის პროფესიონალურად ჩატარებისთვის პოლიციას მადლობას უხდის.
“მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს, ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა! ზოგიერთები ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები, ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები… აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს!”, – წერს გიორგობიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები