შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს შსს-ში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციისას აბულაძემ გაქცევა სცადა.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, შალვა აბულაძეს სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გახსნა არ უცდია. სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე დღეს დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა.
შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები