შალვა ხაჭაპურიძე შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, პოლიციების მკვლელობის ბრალდებით ძებნილი შალვა აბულაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა. ხაჭაპურიძე აბულაძის მეგობრის, მამედოვის უფლებებს იცავს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბორჯომში სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა და მშვიდობიანად დასრულდა.
„ჩემი ინფორმაციით, აბულაძე დაკავებულია. სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მე როგორც ვიცი სპეცოპერაციისას მისი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა,“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთან მისივე თქმით, ის არ ფლობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული აბულაძე დაჭრილია.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძებნილი შალვა აბულაძე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, დღეს დილით გავრცელდა.
სავარაუდოდ, სპეცოპერაციის დეტალების შესახებ შსს-ში ისაუბრებენ, სადაც 13:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები