ბორჯომის გამგებელი: შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის

ბორჯომში შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის, და ყველა ამაზე საუბრობს – ამის შესახებ „კვირას“” ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირადად მან ამის შესახებ მედიით და ინტერნეტსივრცით შეიტყო.
“ამის თაობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. საკითხში ჩახედული არ ვარ – ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ როგორც ყველამ, მეც გავიგე მედიით. მერე რომ გადავამოწმე, დეტალები – როგორ, რა დროს მოხდა, არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. თავად ადგილობრივების ინფორმაციაა, რომ დაკავებულია. სხვას ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები