შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია (ვიდეო)

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის სავარაუდო დაკავების ვიდეომასალას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შალვა აბულაძე ბორჯომის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. ამ წუთებში, ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ აბულაძეს ბრალი პროკურატურამ დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა და, სავარაუდოდ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები