საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს. ასევე დღეგამოშვებით მსვლელობაში აღდგა ჩქარი ელექტრომატარებლი №860/859 თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც რკინიგზის სალაროებში, ისე რკინიგზის ინტერნეტგვერდისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. დამატებით ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ „ცხელ ხაზს“: 1331.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები