საქართველო და ესპანეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წელს ესპანეთთან ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერს. ესპანური გამოცემა sputniknews.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც იანვრის ბოლოს ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. „ესპანეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკულ თანამშრომლობას დავიწყებთ“, – განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, საქართველო სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები