დავით ნარმანია აღდგომის დამდეგი დღესასწაულის მისალოცად მიუსაფართა თავშესაფარს ეწვია

თბილისის მერი დავით ნარმანია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი სამგორის რაიონის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად დამოსკოვის გამზირზე, მიუსაფართა დროებით თავშესაფარს ეწვივნენ და იქ მყოფებს საჩუქრები გადასცეს. მიუსაფართა დროებით თავშესაფარს 100 პლედი, 100 ბალიში და 40 ორთოპედიული ლეიბი გადაეცა, საყოფაცხოვრებო ნივთებით მოძველებული და დაზიანებული ჩანაცვლდება, ნაწილი კი, რეზერვში დარჩება. „სამგორის რაიონის ტერიტორიაზე უკვე შენდება და ზაფხულისთვის დასრულდება 240- ადგილიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავშესაფრის მშენებლობა, სადაც პირობები გაცილებით უკეთესი იქნება. გარდა დროებით თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარებისა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი თავშესაფარი სხვა ბენეფიციარებსაც მიიღებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თავშესაფარში სამედიცინო მოთხოვნების სრული დაცვით ტარდება სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოები. „ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან დღეში ორჯერადი კვებით, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით და გათბობით. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საშხაპე მუდმივი ცხელი წყლით. ტერიტორიაზე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და გაკეთდა კაპიტალური ღობე“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები