სტუდია „შავნაბადამ“ პროექტ „გაიცანი საქართველოს“ მესამე ნაწილის გადაღება დაიწყო

სტუდია „შავნაბადამ“, „თი-ბი-სი“ ბანკთან ერთად, პროექტი „გაიცანი საქართველოს“ მესამე ნაწილის „ქართული ტრადიციული დღესასწაულების“ გადაღება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 12 ფილმი იქნება წარმოდგენილი – „ბერიკაობა“, „ყეენობა“, „ლამპრობა“, „ათანგენობა“, „ნეკრესობა“ თუ სხვა ტრადიციული დღესასწაულები, რომლის შესახებაც მაყურებელმა ბევრი რამ არ იცის. ფილმები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მაყურებელს მისი ხილვის საშუალება „თი-ბი-სი“ კონსტანტას ფეისბუქის გვერდზე ექნება. „კონსტანტასთან“ ერთად სტუდია „შავნაბადამ“ ფილმების მომზდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტის – „გაიცანი საქართველოს“ პირველ ნაწილში 16 ფილმი მომზადდა, სადაც მაყურებელი ეცნობა „ქართული სუფრის ტრადიციებს, ღვინისა და მრავალაჟამიერის, „ჩაკრულოს“ ისტორიას, მგალობელ სტალინს და სხვა საინტერესო ინფორმაციებს. მეორე ნაწილიც ასევე 16 ფილმს მოიცავს, რომელშიც მოთხრობილია ქართველ ხელოვან ოსტატთა ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კადრები. ლოტბარების – ტრისტან და გური სიხარულიძეების, ლოტბარ – ანდრო სიმაშვილის, მეთუნე – გიორგი ბარისაშვილის, ლოტბარ – გიგო ერქომაიშვილის გარდაცვალების ისტორია, მეჩოხე –არსენ მათიკაშვილის ისტორია და სხვა საინტერესო ადამიანების ცხოვრება.
ფილმი გადაღებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის დედაქალაქშიც. პროექტის პირველი და მეორე ნაწილი, რომელიც ატვირთულია ვიდეოპორტალ youtube–ზე, უკვე ნახეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა.

11149086_837151856333868_667429184_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები