საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანს ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პირველ პირს ჩამპინოს აეროპორტში წმინდა საყდრის სახელმწიფოს წარმომადგენლები ნუნციუსი ედმონ ფარა და მამა ოუენ ქინანი დახვდნენ. სახელმწიფოს მეთაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები