მანანა კობახიძე დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. როგორც მან აღნიშნა, მარგიშვილი არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ მთელს საქართველოს დააკლდა.
„პარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მარგიშვილის ოჯახს. ძალიან მძიმეა. ის მხოლოდ ოჯახს არ დააკლდა, ის დააკლდა საქართველოს და ვისურვებდი, რომ ასეთი მსხვერპლი არ ყოფილიყო და დანაშაულთან ბრძოლაში ყოველთვის პოლიცია იყოს გამარჯვებული“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბექა მარგიშვილმა 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან, თავის მეწყვილესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს, მიყენებული ჭრილობებისგან ის დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები