მინდია ჯანელიძე: ვინც პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა, რომ ის, ვინც ქართველ სამხედროებსა და პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება.
“მივუსამძიმრეთ გარდაცვლილი, გმირი პოლიციელის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანაშაული უახლოეს ხანებში გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ის, ვინც ხელს აღმართავს ქართველ სამხედროებზე, ქართველ პოლიციელებზე, დაუსჯელი ვერ იქნება. ყველას საკადრისი პასუხი მიეზღვება”,- განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები