ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განუცხადა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის.
“9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ მიერ გაღებული ის დიდი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველო იქნება დამოუკიდებელი და განვითარებული ქვეყანა”, – განაცხადა თაბუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები