მინდია ჯანელიძე: ჯარისკაცების კვება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

„ქართულ შეიარაღებულ ძალებში შედის მხოლოდ პირველი კატეგორიის საქონლის ხორცი და რძის პროდუქტები, რომელიც აკმაყოფილებს ISO სტანდარტს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულ ძალების ჯარისკაცების კვება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. როგორც ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 7 დღიანი მენიუს ნაცვლად, შედგენილია მრავალფეროვანი, 14-დღიანი მენიუ, რომელშიც ახალი კომპონენტები შევიდა და შესაბამისად, მისი ღირებულება გაიზარდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში შედის მხოლოდ პირველი კატეგორიის საქონლის ხორცი და რძის პროდუქტები, რომელიც აკმაყოფილებს ISO სტანდარტს. ჩვენ არამარტო თვითონ საკვების ხარისხი გავაუმჯობესეთ, არამედ ყურადღება გამახვილებულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე”,- განაცხადა მინდია ჯანელიძემ და “გაერთიანებული კვების კომპანიას” მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები